x
B G S S c h o o l

მესამე კლასის სიურპრიზი

მესამე კლასის მოსწავლეებმა,  საკუთარი ინიციატივით, გადაწყვიტეს სიურპრიზი გაეკეთებინათ ინგლისური ენის მასწავლებლისათვის – მათ დახატეს და გამოჭრეს თოჯინები და გაკვეთილის დასაწყისში მინი-წარმოდგენა გამართეს. წარმოდგენაც და თოჯინებიც არაჩვეულებრივი იყო!

”ვეფხისტყაოსანი”

ვაგრძელებთ პროექტს “ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ “ვეფხისტყაოსანს”. პირველი და მეორე კლასელები აქტიურად ჩაერთნენ პროექტში. პროექტის ავტორმა და რეჟისორმა, ნოდარ ბეგიაშვილმა, პატარებს აუხსნა და აჩვენა როგორ ახმოვანებენ და   აცოცხლებენ […]

ღია კარის დღე

10 თებერვალს  სკოლაში ღია კარის  დღე ჩატარდა დაინტერესებული მშბობლებისათვის და პოტენციური მოსწავლეებისათვის. სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეები ადმინისტრაციის წევრებს სტუმრების მიღებასა და სკოლის დათვალიერებაში დაეხმარნენ, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით.

პროექტის სახელი: ”ვისწავლოთ Power Point”

მე-6 კლასის მოსწავლეებს  ზამთრის არდადეგების წინ დაურიგდათ თემები, რომლებიც საპრეზენტაციო პროგრამა Microsoft Power Point-ის საშუალებით უნდა წარმოედგინათ. კლასებში მოხდა პრეზენტაციების შეფასება თავად მოსწავლეების მიერ წინასწარ მომზადებული შეფასების სქემის მიხედვით. საუკეთესო […]

მხიარული დღე BGS ის მოსწავლეებისთვის

თოვლის მოსვლამ გაახარა ჩვენი პატარები და სკოლამ ისინი საგუნდაოდ გაიყვანა. ბავშვებმა ბევრი იხალისეს და კარგ ხასიათზე დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს.