მოეწყო ღია კარის დღე
პირველკლასელთა მშობლებისათვის. მშობლები დღის განმავლობაში გაკვეთილებს დაესწრნენ. დღის ბოლოს მათთვის პირველკლასელებმა პრეზენტაცია წარმოადგინეს.
უფროსკლასელებისათვის მოეწყო ჭადრაკის ტურნირი, რომელშიც გაიმარჯვა მე-6 კლასის მოსწავლემ გიორგი ონიანმა. ასევე ჩატარდა ინტელექტუალური თამაში – რა? სად? როდის? გაიმარჯვა მე-9 კლასის და მე-6 კლასის მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდმა.
სადღესასწაულო დღე დასრულდა ჩვენი სკოლის წიგნების პრეზენტაციით.
“ცოცხალი ორგანიზმების დასურათებული ლექსიკონი” და “ჩემი სკოლის სკოლის წიგნი”.
მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ნამდვილი დღესასწაული მოგვიწყვეს, მათ ,,შემოდგომის ნობათით” გააწყვეს და მორთეს ულამაზესი სუფრა და გულუხვად გაუმასპინძლდნენ მთელ სკოლას.