წიქარა
მეოთხეკლასელებმა და მათმა მასწავლებლებმა რთული ამოცანა დაისახეს მიზნად. მათ დადგეს ქართული ხალხური ზღაპარი “წიქარა” და საინტერესო ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს. ბავშვები ძალიან კარგად თამაშობდნენ, განსაკუთრებით სახალისო იყო შაირობის სცენა. მადლობა ყველას, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროექტში.
ბრავო!
ამ მშვენიერი სპექტაკლით მეოთხეკლასელები ეწვივნენ სათნოების სახლ “კათარზისს” მოხუცებმა ძალიან გაიხარეს და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. იმ დღეს ყველა — დიდი თუ პატარა ბედნიერი იყო.


Leave A Comment