წიგნის მსოფლიო დღის ორკვირეული ბიჯიესში
წიგნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ორი კვირის განმავლობაში ბიჯიესში ბევრი საინტერესო აქტივობა ჩატარდა:
განსაკუთრებული დღე კი პარასკევი აღმოჩნდა!
ფრესქულის და დაწყებითი საფეხურის ბავშვები სურვილისამებრ საყვარელი პერსონაჟების ფორმაში გამოწყობილი გამოცხადნენ. სტადიონზე დიდი ჟრიამული იყო.
ძალიან შემოქმედებითი პროექტი შემოგვთავზეს ფრესქულის და დაწყებითი საფეხურის ბავშვებმა და მასწავლებლებმა – “წიგნის ყდა”, რომლებიც განათავსეს კარებებზე. სტუდენტური საბჭოს წევრებმა კენჭისყრის შედეგად გამოავლინეს გამარჯვებულნი:
- I ადგილი – ფრესქული – “რაპუნცელი”
- II ადგილი – მეორე კლასი – “ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები”
- III ადგილი- მეხუთე ალფა – “პეპი გრძელიწინდა”.
Leave A Comment