x
B G S S c h o o l
 

ძვირფასო მეგობარო,

ჩემო ძმაო, ჩემო დაო, ჩემო განუყოფელო ნაწილო, შენთან მინდა! მომენატრე! თითქოს, ექიმებმა ჩემს სხეულს ორგანო ამოაცალეს. საქართველო არ შედგება თქვენს გარეშე ისევე, როგორც ჩვენს გარეშე. დარწმუნებული ვარ, ძალიან გენატრებით და არ იფიქროთ, რომ თქვენზე სრულიად არ ვფიქრობთ და არ გვაღელვებს ჩვენი სისხლი და ხორცი სად იხეტიალებს. პირიქით, უკვე წლებია ვფიქრობთ და თავს ვიჭყლეტ, თუ როგორ დაგაბრუნოთ. შეიძლება ეს არ გინდოდეთ და არც გაძალებთ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ არ გემტერებით. თითოეულ ჩვენთაგანს უყვარხართ და ძალიან მადლიერნი ვართ, რომ სწორედ თქვენ გსურდათ საქართველოს გაერთიანება. არ მინდა, ტყუილად დაგაიმედოთ, მაგრამ რა ვქნა?! ცოტათი მაინც შევიმსუბუქოთ ჩვენი დარდი და ვარამი. მოდი დავწეროთ ლექსები, სიმღერები, ჩავწეროთ გულისამაჩუყებელი კლიპები, სადაც ყველას ვაჩვენებთ, რომ საკუთარი ოჯახი გვჭირდება, გვინდა თქვენი დაბრუნება, მჭიდროდ, თბილად ჩახუტება და იქიდან არასდროს გაშვება. ამას რომ მთელ მსოფლიოში გავავრცელებთ, იქნებ სხვა ქვეყნებმა რამენაირად ხელი გამოგვიწოდონ. იმედი კერ კიდევ არსებობს! ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემო ძმაო და ძმაზე უტკბესო, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალოს და შენ სახლში, ჩემთან დაბრუნდე! ამ წამს, აქედან მთელი სულით და გულით დიდ კოცნას გიგზავნი. მიდი დაიჭირე, გულში სამუდამოდ შეინახე და არ გაუშვა. შემდეგ შენც გამომიგზავნე და მეც იმავეს ვიზამ. მადლობა, რომ მომისმინე!

პატივისცემით, ანი ჩიქოვანი.