x
B G S S c h o o l
 

COBIS-ის (ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს) 

 წევრობა ჩვენი სკოლისთვის სასარგებლოა რამოდენიმე მიზეზით: გარდა იმისა, რომ წვდომა გვაქვს განმანათლებლების საერთაშორისო საზოგადოებასთან მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან, COBIS ასევე გვეხმარება ჩვენი უნიკალური მოსწავლეების ნიჭიერების აღნიშვნასა და მათ დაჯილდოებაში.

წელს (სხვა წლებისაგან განსხვავებით) COBIS-ის მიერ გამოცხადებულ გამორჩეულ მოსწავლეთა დაჯილდოების კონკურსში ჩავებით, რომლისთვისაც იმ  3 მოსწავლის დასახელება იყო საჭირო, აკადემიური მოსწრებითა თუ საზოგადოებრივი წარმატებებით რომ გამოირჩეოდნენ.

ყველა დამრიგებელთან კონსულტაციისა და ბევრი გამორჩეული მოსწავლის დასახელების შემდეგ, შევარჩიეთ ნატა ხატიაშვილი (XII კლასი), ლიზა მეტრეველი (X კლასი) და რეზი კირვალიძე (III კლასი). ვულოცავთ მათ და ველოდებით კონკურსის შედეგებს მაისში.