x
B G S S c h o o l

აკადემიური პროგრამა

წმინდა გიორგის ქართულ-ბრიტანული სკოლა ბიჯიესი მოსწავლეებს სთავაზობს 12-წლიან გაფართოებულ პროგრამას, რომელიც ფარავს ეროვნულ პროგრამასა და ბრიტანული საერთაშორისო პროგრამის ძირითადი საგნებს. შედეგად, ჩვენი ორენოვანი სასწავლო პროგრამა სრულად პასუხობს ჩვენი საზოგადოების ამჟამინდელ მოთხოვნებს და სავსებით კომფორტულია მოსწავლეთა მრავალეროვნული კონტინგენტისათვის. საგნობრივი სწავლება მოსწავლეებზე ორიენტირებული, ინტერაქტიური მეთოდით მიმდინარეობს და გულისხმობს პრაქტიკული აქტივობების მაღალაკადემიურ ხარისხთან ინტეგრირებას.

Awesome Image
Awesome Image
ძირითადი პროგრამები

დაწყებითი საფეხური (I-VI კლასები)

დაწყებითი საფეხურის პირველივე კლასიდან, მოსწავლეები ინტენსიურად იწყებენ ინგლისური ენის შესწავლას, რასაც ინგლისურენოვანი საგნებიდან, მესამე კლასში ემატება ბუნებისმეტყველება და მათემატიკა, მეხუთეში – გეოგრაფია, მეექვსეში კი – ისტორია. ქართული კურიკულუმის ყველა საგანი, ბუნებრივია, ისწავლება ეროვნული პროგრამის მიხედვით. მეექვსე კლასის ბოლოს ყველა მოსწავლე აბარებს ბრიტანული კურიკულუმის დაწყებითი საფეხურის დამამთავრებელ გამოცდებს სამ საგანში:

  • მათემატიკა

  • ინგლისური,

  • ბუნებისმეტყველება

Awesome Image
Awesome Image
ძირითადი პროგრამები

საბაზო საფეხური (VII-IX კლასები)

საბაზო საფეხურზე, რომელიც დაწყებითიდან საშუალოზე გარდამავალი ეტაპია, მოსწავლეები უკვე ბრიტანული პროგრამით გათვალისწინებულ ყველა საგანს ქართულ პროგრამასთან შეჯერებული ვარიანტით სწავლობენ. ისწავლება აგრეთვე არჩევითი საგნები. მეცხრე კლასის ბოლოს ყველა მოსწავლე აბარებს ბრიტანულ საერთაშორისო საატესტატო გამოცდას (IGCSE) ორ საგანში:

  • ინგლისურში

  • უცხო ენაში (რუსულში ან ესპანურში)

Awesome Image
Awesome Image
ძირითადი პროგრამები

საშუალო საფეხური (X-XII კლასები)

საშუალო საფეხურის მოსწავლეები კვლავ განაგრძობენ ორივე პროგრამით სწავლას და აბარებენ ბრიტანულ საერთაშორისო საატესტატო საგნებს (IGCSE). ამავე ეტაპზე იწყებენ მსურველები მზადებას საერთაშორისო საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდებისათვის (A-Level) ოთხ, მათ მიერ არჩეულ საგანში, რომლებსაც მეთორმეტე კლასის ბოლოს ადგილზევე აბარებენ ბრიტანეთის საგამოცდო ცენტრიდან გამოგზავნილი ტესტებით.

ბრიტანული კვალიფიკაციები

მეექვსე კლასის ბოლოს, სკოლის ყველა მოსწავლე აბარებს ბრიტანული კურიკულუმის დაწყებითი საფეხურის დამამთავრებელ გამოცდებს სამ საგანში: მათემატიკა, ინგლისური, ბუნებისმეტყველება ბრიტანეთის საგამოცდო ცენტრიდან გამოგზავნილი ტესტებით. წარმატების შემთხვევაში, მოსწავლეები იღებენ საფეხურის დამამთავრებელ (iPrimary) შესაბამის სერთიფიკატს.

მეცხრე კლასის ბოლოს სკოლის ყველა მოსწავლე აბარებს ბრიტანულ საერთაშორისო საატესტატო გამოცდას (IGCSE) ორ საგანში: ინგლისურში და უცხო ენაში (რუსულში ან ესპანურში). მეათე კლასის ბოლოს სკოლის ყველა მოსწავლე აბარებს ბრიტანულ საერთაშორისო საატესტატო გამოცდას (IGCSE) ხუთ საგანში: მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ისტორია ან გეოგრაფია. წარმატების შემთხვევაში, მოსწავლეები იღებენ სკოლის დამამთავრებელ ატესტატს, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ და ვალიდურია მსოფლიოს ყველა მოწინავე უნივერსიტეტში ჩაბარებისას თუ სამუშაო ადგილის მოპოვებისას, რადგანაც მოწმობს, რომ მის მფლობელს მყარი და საფუძვლიანი საშუალო განათლება აქვს.

მეთერთმეტე კლასიდან მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ უკვე საერთაშორისო საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდებისათვის (A-Level) ან ეროვნული გამოცდებისათვის მოემზადონ. ზემოაღნიშნული საერთაშორისო საუნივერსიტეტო გამოცდები მეტად პრესტიჟულია და, შესაბამისად, ვალიდურია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად.,

ყველა მოსწავლის ინდივიდუალურ წარმატებაზე ზრუნვა

იმ მოსწავლეებთან, რომლებსაც უჭირთ ინგლისური ენის ათვისება, მასწავლებლები დამატებით, ჯგუფურად ან ინდივიდუალურად მუშაობენ სკოლასთან არსებულ სასწავლო ცენტრში “English & IQ” გაკვეთილების შემდეგ, რაც საშუალებას აძლევს აღნიშნულ მოსწავლეებს საკუთარ კლასთან ერთადაც იმეცადინონ.

ინგლისური პროგრამის საგნები ისწავლება მაღალი ხარისხის ბრიტანეთიდან გამოწერილი წიგნებითა და სასწავლო მასალებით, რომლებიც საშუალებას იძლევა სწავლა-სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდით წარიმართოს.

საშინაო დავალება ჩვენი სწავლების მეთოდის განუყოფელი ნაწილია. ამდენად, სწავლების პირველივე წლებიდან, მოსწავლეებს მუდმივად აქვთ შესასრულებელი საშინაო დავალება.