x
B G S S c h o o l

სკოლის განვითარების ისტორია

თბილისის წმინდა გიორგის  ქართულ-ბრიტანული სკოლა (ბიჯიესი) პირველი ბრიტანული ორიენტაციის სასწავლებელია საქართველოში. იგი 2003 წელს “ბრითიშ ქონექშენის” სახელწოდებით დაარსდა. სკოლამ 2013 წელს შეიცვალა სახელი, გახდა ბრიტანეთის საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS) წევრი და საერთაშორისო სკოლის სტატუსი მიენიჭა. ამჟამად სკოლა ზოგადი განათლების სამსავე საფეხურს მოიცავს: დაწყებითს, საბაზოსა და საშუალოს.

მრავალწლიანი არსებობის განმავლობაში, სასწავლებელში შექმნილი მყუდრო და მეგობრული ატმოსფეროს წყალობით, რომელსაც აქ მოღვაწე პროფესიონალების გუნდი განაპირობებს, სკოლამ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სასწავლებლის სახელი მოიპოვა, ხოლო სწავლისა და სწავლების მაღალაკადემიური ხარისხითა და ეროვნული თუ უცხოური უნივერსიტეტების მისაღებ გამოცდებზე მიღწეული აკადემიური შედეგებით, იგი მუდმივად შედის საუკეთესო საერთაშორისო სკოლათა სამეულში.

როგორც სამი მსხვილი ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (Edexcel International, LCCIIQ და UCAS) რეგიონალურ ცენტრს, სასწავლებელს აქვს უფლება მოამზადოს საკუთარი მოსწავლეები არა მხოლოდ ეროვნული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით, არამედ საერთაშორისო კვალიფიკაციის დაწყებითი (iPrimary) , საატესტატო (IGCSE) და სააბიტურო (A-Level) გამოცდებისათვის, ჩაატაროს ეს გამოცდები საკუთარ ტერიტორიაზე და გზა გაუხსნას მსურველებს ბრიტანეთის, აშშ-ს თუ კონტინენტური ევროპის და აზიის ნებისმიერი უნივერსიტეტისაკენ.

სკოლის კურსდამთავრებულთა 40% უკვე სწავლობს საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში, ხოლო დანარჩენი 60% წარმატებით განაგრძობს სწავლას საქართველოს საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.

რატომ ირჩევენ ჩვენს სკოლას?

მსოფლიოს მომავალი ინტერნაციონალურია, ხოლო ინტერნაციონალურ დონეზე საურთიერთობო ენა კი – ინგლისური.  ბიჯიესის არჩევით  თქვენ საკუთარ შვილებს არ უკარგავთ არჩევანის თავისუფლებას. ისინი ორივე (ქართული და ბრიტანული) პროგრამით სწავლობენ და გადაწყვეტილების მიღება დამამთავრებელ კლასშიც შეუძლიათ, განსხვავებით სხვა სკოლებისაგან, სადაც მოსწავლე (მშობელი) პირველივე კლასიდან აკეთებს არჩევანს ქართულ და საერთაშორისო პროგრამებს შორის. ამასთან ერთად თქვენს შვილებს უქმნით ბრწყინვალე პირობას სამომავლო წარმატებისათვის არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ იმ ინტერნაციონალურ მსოფლიოშიც, რომელშიც მათ ზრდასრულ ასაკში მოუწევთ ცხოვრება.

ჩვენი კლასები არაუმეტეს 20 მოსწავლისაგან შედგება, რაც ინტერაქტიური გაკვეთილების მაქსიმალურად ეფექტურად წარმართვას უწყობს ხელს. შედეგად, სკოლის მოსწავლეები დიდი წარმატებით აბარებენ როგორც ეროვნულ, ისე ბრიტანულ გამოცდებს. მასწავლებლები აქ მუდმივად ზრუნავენ იმაზე, რომ თითოეულმა მოსწავლემ მაქსიმალურად წარმოაჩინოს და გაიღვივოს საკუთარი უნარები და მიდრეკილებები, რაც მათი მომავალი წარმატების მყარი და უტყუარი საწინდარია.

თუ არჩევანს ჩვენს სკოლაზე შეაჩერებთ, სამომავლოდ აუცილებლად იგრძნობთ, რომ ეს თქვენი შვილების კეთილდღეობისათვის გადადგმული ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო!

სკოლის დღევანდელი დღე

წავლების საშუალო საფეხურიდან, მოსწავლეები სწავლების ორი მიმართულებიდან ერთ-ერთს ირჩევენ:

• მხოლოდ ეროვნულ საგანმანათლებლო პროგრამას (სწავლების ენა ქართული);
• ეროვნულს + ბრიტანულ (საერთაშორისო) პროგრამას (სწავლების ენა ქართული და ინგლისური);

Awesome Image