18 ივნისს სკოლის სტადიონზე დაწყებითი საფეხურის დამამთავრებელი ღონისძიება გაიმართა
პატარებმა ბერძნული მითოლოგიის მიხედვით დადგმული საინტერესო კომპოზიცია წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ქეთი გელაშვილის მიერ სპეციალურად ამ საღამოსთვის დაწერილი სიმღერა შეასრულეს.
ბავშვებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ეკა კვაჭანტირაძემ, ბრიტანეთიდან კი მათ ემერიტუს დირექტორმა ქრისტოფერ გრინფილდმა მიულოცა ახალ საფეხურზე გადასვლა. აწ უკვე მეექვსეკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ სერტიფიკატი.