ჩვენ გვიყვარს ბუნება
მარტის თვის აქტივობები ყველაზე პატარა ბიჯიესელებისთვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. ყველაფერი – ლექსები, მოთხრობები, ზღაპრები, ძერწვა, ხატვა და გამოფენა – ბუნების თემატიკას და მასთან დაახლოებას უკავშირდებოდა. თვის ბოლოს კი პატარები ზოოტოპიას ესტუმრნენ.
მსგავსი აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში, რადგან ისინი ეხმარება ბავშვებს ბუნების უკეთ გაგებასა და დაფასებაში, ავითარებს მათ შემოქმედებით უნარებს და აღვივებს ინტერესს გარემოს მიმართ.


Leave A Comment