x
B G S S c h o o l
 

უკვე მერამდენე წელია

 BGS-ში განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ბრიტანეთიდან გამოგზავნილ საერთაშორისო გამოცდების სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს.
წლევანდელი წელი ამ მხრივ განსაკუთრებული იყო!
წელს მოვიპოვეთ საერთაშორისო დაწყებითი სკოლის შესაბამისი სასწავლო პროგრამის, iPrimary-ის განხორციელების უფლება.
ძალიან გვიხარია, ჩვენმა მეშვიდეკლასელებმა წარმატებით ჩააბარეს ორი გამოცდა: მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში.
სტუმრებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ეკა კვაჭანტირაძემ.
საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელმა, ხატია გოგილაშვილმა მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ამ წარმატებას.