x
B G S S c h o o l
 

შემოდგომის დღესასწაული ბიჯიესში

შემოდგომის დღესასწაულის ფერხულში მთელი სკოლა ჩაერთო:

  • შემოსავლელში მოეწყო გამოფენა;
  • ბავშვებმა შემოდგომის უხვი ნობათით თავიანთი საკლასო ოთახები ძალიან ლამაზად გააფორმეს;
  • მოეწყო მხიარული სტარტები;
  • დღის ბოლოს ბავშვებს გავუმასპინძლდით გემრიელი ნუგბარით.

ჟიურის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა V და IX ალფა კლასებმა.

სპეციალურად ამ დღისთვის მოვიწვიეთ დასი (მანანა კაზაკოვას ხელმძღვანელობით), რომელთაც წარმოგვიდგინეს ო’ჰენრის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „მოგვების საჩუქარი“, ბოლოს კი ცნობილმა მუსიკოსმა – კაკო ვაშალომიძემ და მისმა ბენდმა არაჩვეულებრივი კომპოზიციებით დაგვატკბეს.

ბოლო დღე არდადეგებამდე, მართლაც, განსაკუთრებული იყო ბიჯიესში.

Leave A Comment