x
B G S S c h o o l
 

საინტერესო სტუმარი

English Book Education-ის მიერ ყოველწლიურად იმართება კონფერენცია – განათლების სფეროში სიახლეების, ახალი სახელმძღვანელოებისა და სწავლების თანამედროვე მიდგომების შესახებ. ბიჯიესის დირექციის წარმომადგენლები და მასწავლებლები ყოველთვის ესწრებიან ამ შეხვედრებს და ეცნობიან სიახლეებს.
წელს განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული ინგლისური ენისა და მათემატიკის სწავლების ახალ მეთოდებზე, რესურსებზე, საზაფხულო სკოლებსა და ოლიმპიადების შესახებ.
ამ კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა და სიახლეების დანერგვა, რომ შევქმნათ უკეთესი სასწავლო გარემო, ხელი შევუწყოთ მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას.

Leave A Comment