დიდი ბრიტანეთში
ყოველი წლის მე-11 თვის მე-11 დღეს წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ პირველ და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს,რასაც უკვე მეოთხე წელია ჩვენი სკოლაც უერთდება. ამ დღის სიმბოლო – ყაყაჩოა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე ფერადი ქაღალდებისგან ყაყაჩოები დაამზადეს,რომელიც სიმბოლურ თანხად გაიყიდა და შეგროვებული 175 ლარი საბურთალოს რაიონში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან, ბატონ გიორგი გოზალაშვილს გადაეცა.
Leave A Comment