x
B G S S c h o o l
 

BGS-ში 22 თებერვალს დაინტერესებული მშობლებისა 

და ბავშვებისათვის ღია კარის დღე ჩატარდა. სტუმრებს ჩვენმა მოხალისე მოსწავლეებმა და ადმინისტრაციის წევრებმა უმასპინძლეს. გაკეთდა ზოგადი პრეზენტაცია სკოლის შესახებ მშობლებისათვის, ხოლო მოსწავლეებისთვის აქტივობები ხელოვნების სტუდიაში და მოძრავი თამაშები სკოლის სტადიონზე; მომავალმა პირველკლასელებმა ასევე გაიცნეს მათი მომავალი დამრიგებელი. ბოლოს სტუმრებმა დააგემოვნეს BGS-ის ჩვეული საუზმე.

იმედი გვაქვს, რომ სტუმრებმა ისიამოვნეს ვიზიტით. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ღონისძიების ორგანიზებაში, განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს მოხალისე მოსწავლეებს.