BGS-ში 24 თებერვალს
BGS-ში 24 თებერვალს დაინტერესებული მშობლებისა და ბავშვებისათვის ღია კარის დღე ჩატარდა ზუმის ონლაინ პლატფორმით. დამსწრე საზოგადოებას ჩვენმა დირექტორმა ეკა კვაჭანტირაძემ პრეზენტაცია წარუდგინა სკოლის შესახებ. შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა, იყო ბევრი შეკითხვა, რომელსაც პასუხობდნენ დირექტორის მოადგილეები ლალი ბერიშვილი და მარიკა ჩხარტიშვილი.
დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ღონისძიების ორგანიზებაში.