x
B G S S c h o o l
 

დაინტერესებული მშობლებისა და ბავშვებისათვის BGS-ში 16 მარტს ღია კარის დღე ჩატარდა.

სტუმრებს ჩვენმა მოხალისე მოსწავლეებმა და ადმინისტრაციის წევრებმა უმასპინძლეს.

გაკეთდა ზოგადი პრეზენტაცია სკოლის შესახებ მშობლებისთვის, ხოლო მოსწავლეებისთვის აქტივობები ხელოვნების სტუდიაში და მოძრავი თამაშები სკოლის სტადიონზე; მომავალმა პირველკლასელებმა ასევე გაიცნეს მათი მომავალი დამრიგებელი.

ბოლოს სტუმრებმა დააგემოვნეს BGS-ის ჩვეული საუზმე.

იმედი გვაქვს, რომ სტუმრებმა ისიამოვნეს ვიზიტით.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ღონისძიების ორგანიზებაში, განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს მოხალისე მოსწავლეებს.