ღია კარის დღე ბიჯიესში

21 თებერვალს ბიჯიესმა უმასპინძლა „მეკოს სტუდიის“ აღსაზრდელებს. პატარებმა დაამზადეს კერამიკული ნაკეთობები, მშობლები კი გაეცნენ ჩვენს სკოლას, სასწავლო პროგრამებსა და გარემოს. განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრა ჩვენი სკოლის მშობელთან – ფსიქოლოგ მარინა კაჭარავასთან. საუბრის თემა იყო ყველასთვის აქტუალური საკითხი – ბავშვის განვითარების ეტაპები.
დიდ მადლობას ვუხდით „მეკოს სტუდიის“ პედაგოგებს, პატარებსა და მშობლებს სტუმრობისთვის.

Leave A Comment