ტკბილი გაკვეთილი
მეხუთეკლასელებს ბუნებისმეტყველებაში საინტერესო, ცდებით დატვირთული ტკბილი გაკვეთილები ჩაუტარდათ. ბავშვებმა მასწავლებელთან ერთად ჩაატარეს რამდენიმე ექსპერიმენტი: თემა – ლღობის პროცესზე დაკვირვება.
შოკოლადის დნობა – (შედეგად ერთად გამოაცხვეს შოკოლადისა და ბანანის ნუგბარი ელექტროღუმელში)
სანთლის დნობა;
ინგრედიენტების გამოცნობა – მასწავლებელმა მოუმზადა ბავშვებს ჯანსაღი ნუგბარი, მათ დააგემოვნეს და ჩამოწერეს ინგრედიენტები. ბოლოს კი ნახეს ვიდეორგოლი – როგორ მოვამზადოთ ჯანსაღი სასუსნავი.
ეს გახლდათ სახალისო, საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილები.
დიდი მადლობა ჩვენს მასწავლებელს.
Leave A Comment