x
B G S S c h o o l
 

სტუმრები ბიჯიესში

მონტენეგროს Adriatic College-დან, რომელთანაც ბიჯიესს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, გვესტუმრნენ კოლეგები ეკატერინა ველიკაია და ეკატერინა ანოხინა. ვიზიტის მიზანი იყო პროფესიული გამოცდილების გაზიარება და მომავალი თანამშრომლობის გეგმების დასახვა.
სტუმრები დააკვირდნენ სასწავლო პროცესს, დაესწრნენ გაკვეთილებს, შეხვდნენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ასამბლეის ფორმატში. მსგავსი ვიზიტები სასარგებლოა ორივე მხარისთვის და ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას, სამომავლო გეგმების შემუშავება-განხორციელებას.

Leave A Comment