x
B G S S c h o o l
 

უკვე ერთი წელია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები

 მოუთმენლად ელოდნენ კარატეს მასწავლებელთან შეხვედრას. სენსეი ალექსანდრე ხარჩილავა საბრძოლო ხელოვნება გოჯუ–რიუს შეასწავლის BGS-ის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს. გოჯუ-რიუ ნიშნავს მაგარსა და რბილს, რაც გულისხმობს იმას, რომ ფიზიკური ძალისა და რბილი, კეთილი გულის თანაარსებობა სრულიად შესაძლებელია. კარატეს გაკვეთილები მოსწავლეებს ძალიან ახალისებთ და ამავდროულად ფიზიკურად აჯანსაღებთ.