ყველიერის პარასკევს,
უფორმო დღეს, ბიჯიესში სახალისო შეჯიბრი გაიმართა. მასში მთელი სკოლა მონაწილეობდა: მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექცია. “ბლინების დღე” ძველი ინგლისური ტრადიციაა. ეს განსხავებული დღე გემრიელი შოკოლადიანი ბლინების დაგემოვნებით დაგვირგვინდა.
უფორმო დღე, ჩვეულებისამებრ, სქველმოქმედო აქციაა. ამჯერად, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გავერთიანდით.
სასკოლო ცხოვრებაში ასეთი დღეები ძალიან მნიშვნელოვანია!