სახალისო, სასარგებლო და „გემრიელი“ აქტივობები ბიჯიესში
თებერვლის პირველ კვირას ძალიან სახალისო და სასარგებლო აქტივობა ჩატარდა ბიჯიესში – ჯანსაღი კვების აუცილებლობა და ,,მასტერშეფის კულინარიული ბრძოლა’’.
მონაწილეები სურვილისამბერ წარმოადგენდნენ თავიანთ სახლებს:
პირველიდან ექვსი კლასის ჩათვილით, I-II-III-IV კლასებმა ხელოვნების გაკვეთილზე შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს, V-VI კლასებმა კი ძალიან საინტერესო და შინაარსიანი პრეზენტაციები წარმოადგინეს – რატომ არის ჯანსაღი კვება აუცილებელი.
ვულოცავთ გამარჯვებულ სახლებს:
- I – იბერები
- II – კოლხები
- III – ბრიტები
VII-VIII-IX-X-XI-XII კლასებმა კი ნამდვილი კულინარიული დღესასწაული მოაწყვეს. ბავშვებმა მოიტენეს პროდუქტები და ჩვენ თვალწინ მოამზადეს გემრიელი და, რაც მთავარია, ჯანსაღი კერძები, ასევე გაგვიზიარეს თავიანთი რეცეპტები.
ბოლოს ჟიურიმ დააგემოვნა და გამოავლინა გამარჯვებული სახლები:
- I – იბერები
- II – ბრიტები
- III – კოლხები
მადლობა მონაწილეებს!
Leave A Comment