სახალისო და თან ნაღვლიანი ღონისძიება
13 ივნისს, სკოლის დამამთავრებელი ღონისძიება გაიმართა, ბიჯიესის სტადიონზე. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს: სკოლის დირექტორმა ეკა კვაჭანტირაძემ, მოწვეულმა სტუმრებმა: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორმა მაკა იოსელიანმა, ჟურნალისტმა ბიძინა ბარათაშვილმა და კლასის დამრიგებელმა ნინო ჩიხლაძემ. მსგავსი ღონისძიებები ყოველთვის სახალისოა, მაგრამ, ამავდროულად, ნაღვლიანი. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს, ამ საოცრად მეგობრულ და შემოქმედებით კლასს — შესანიშნავ შვიდეულს!!!
Leave A Comment