x
B G S S c h o o l
 

სამი დაუვიწყარი დღე ბიჯიესელებისათვის!

მოგეხსენებათ, ბაქოს ბრიტანულ სკოლასა და ბიჯიესს შორის თანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. 16-19 თებერვალს ბიჯიესის ექვსი მოსწავლე გაცვლითი სასწავლო პროგრამით იმყოფებოდა ბაქოში. სამდღიანი პროგრამა ძალიან მრავალფეროვანი გახლდათ, საინტერესო, შემეცნებითი თუ სახალისო აქტივობებით დახუნძლული.
ყველა მოსწავლე ერთხმად აღნიშნავდა იმ საოცარი კეთილგანწყობისა და სტუმართმოყვარეობის შესახებ, რომელიც ყველგან იგრძნობოდა. ეს პროექტი წარმატებული და პოზიტიური დასაწყისია იმისა, რომ მსგავსი გაცვლითი პროგრამები ორგანული გახდება ბიჯიესისათვის.
ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლისათვის.
მადლობა სკოლას ამ პროექტის ორგანიზებისათვის.

Leave A Comment