x
B G S S c h o o l
 

17 თებერვალს ჩატარდა ინტელექტუალური თამაში მეოთხე კლასელი მოსწავლეებისთვის.

თამაში აგებული იყო გუნდური მუშაობის პრინციპზე. მათ თავად აირჩიეს გუნდის კაპიტანი და შეთანხმებულად პასუხობდნენ მასწავლებლების მიერ მომზადებულ შეკითხვებს, რომელიც ნასწავლი მასალის მიხედვით იყო შედგენილი (საგნები: მათემატიკა, ქართული, მუსიკა, ხელოვნება, ინგლისური, გეოგრაფია, ბუნება და ლოგიკა).

გამარჯვებული გუნდის მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

სასიხარულოა, რომ მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი გუნდურ თამაშს.