x
B G S S c h o o l
 

CinéDOC- Tbilisi 

არის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი, რომელიც საერთაშორისო და ქართულ უნიკალურ შემოქმედებით დოკუმენტურ კინოს აერთიანებს.

კინოჩვენებების გარდა, ფესტივალი ორგანიზებას უწევს დისკუსიებს, მასტერკლასებს, ვორქშოფებსა და კითხვა-პასუხის სესიებს, საერთაშორისო სტუმრებისა და ადგილობრივი კინოპროფესიონალების მონაწილეობით.

სკოლაში გვეწვია ფესტივალის წარმომადგენელი, რომელმაც მოსწავლეებს პირადად უამბო დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ზოგიერთი მოსწავლე უკვე დარეგისტრირდა ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.