გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით
სკოლა მაქსიმალურად მობილიზებულია: დღის ბოლოს სველი წესით მუშავდება საკლასო ოთახები; შევიძინეთ ნიღბები; დასვენებების დროს სისტემატურად ვანიავებთ საკლასო ოთახებს; განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა პირადი ჰიგიენის დაცვას. დღეში რამდენჯერმე სუფთავდება კარების სახელურები, ხელსაბანები.