x
B G S S c h o o l
 

რა? სად? როდის?

ბიჯიესში ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა ყველასათვის საყვარელი ინტელექტუალური თამაში – რა? სად? როდის?
გუნდები, რა თქმა უნდა, სახლების მიხედვით იყო დაკომპლექტებული. შეხვედრას ტრადიციულად ბატონი მანუჩარ გუნცაძე წარუძღვა. საკმაოდ დაძაბული და საინტერესო თამაშის შედეგად IX-XII კლასებს შორის პირველი ადგილი გაინაწილეს იბერებმა და კოლხებმა, VII-VIII კლასებს შორის კი – კელტებმა და ბრიტებმა.
ფინალური თამაში გაიმართება ამ გუნდებს შორის.

 

ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდებს!

Leave A Comment