პროფესიული ორიენტაცია და კარიერული დაგეგმვა
პროფესიული ორიენტაცია და კარიერული დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წარმატებისათვის. ბიჯიესი ამ მხრივ აქტიურად მუშაობს მოსწავლეებთან. პროფესიული ორიენტაციისა და შესაბამისი უნარების ჩამოყალიბების შესახებ სასაუბროდ სკოლაში გვეწვია გიორგი მახათაძე ბარსელონის უნივერსიტეტის სტუდენტი და კერძო მრჩეველი პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის საკითხებში. სტუმარი ბევრ საკვანძო საკითხს შეეხო, გაუზიარა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება და უპასუხა შეკითხვებს. უფროსკლასელები იმდენად დაინტერესდნენ ამ თემატიკით, რომ გამოთქვეს ხელმეორედ შეხვედრის სურვილი.
Leave A Comment