x
B G S S c h o o l
 

პროფესია – შეფ-მზარეული

სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა დაიწყო მაღალი საფეხურის მოსწავლეებისათვის პროფესიების გაცნობა. ნოემბრის ბოლოს, გადავწყვიტეთ ჩვენი მოსწავლეები ფუნიკულიორის რესტორნების კომპლექსში  წაგვეყვანა.

მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის 25-მდე მსურველი ესტუმრა რესტორნის პორტუგალიელ შეფ მზარეულს ჯორჯ და სილვას. ჯორჯი გაგვიმასპინძლდა, მოუყვა მოსწავლეებს მისი პროფესიის შესახებ და შეეცადა აეხსნა მათთვის როგორია თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული რესტორნის სამზარეულოს მართვა.

Leave A Comment