როდესაც სასწავლო პროცესი, არა მხოლოდ თეორიული ნაწილისაგან შედგება და მას პრაქტიკული,
შემოქმედებითი პროცესიც თან ახლავს მოსწავლეებისათვის სწავლა-სწავლების პროცესი ბევრად ეფექტური და სახალისოა.
ბუნების მასწავლებელთან ია ხუციშვილთან ერთად სწორედ ამ ტიპის მეცადინეობები ტარდება!
მაგალითად, გასულ კვირას მესამეკლასელებმა წინდების, ხელოვნური ბამბისა და სხვადასხვა მასალის გამოყენებით რბილი სათამაშოები გააკეთეს.
გაკვეთილის მიზანი სხვადასხვა მასალის შესწავლა-შედარება და მათი მეორეული მიზნით გამოყენება იყო. ეს გახლდათ ძალიან სახალისო და შემოქმედებით-შემეცნებითი პროცესი.