x
B G S S c h o o l
 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

მრავალმხრივ აღინიშნა სკოლაში. მაგრამ დაუვიწყარი აღმოჩნდა პირველკლასელთათვის: მოეწყო საინტერესო და საქმიანი ვიქტორინა პირველ „ა“ კლასში (დამრიგებელი ქეთევან გელაშვილი), შემდეგ პატარებმა გადაინაცვლეს სკოლის ეზოში, სადაც მათ სახალისო აქტივობები ელოდათ: გაიარეს სპეციალურად მათთვის გაჭიმულ თოკზე; მოხატეს ასფალტი ფერადი ცარცით; გაბერეს სხვადასხვა ფორმის ,,გიგანტური’’ საპნის ბუშტები.

ბოლოს კი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დაათვალიერეს წიგნსაცავი, მათი შეფასებით – ,,წიგნების ლაბირინთი“. ასევე მიიღეს მონაწილეობა ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გამართულ სახალისო ვიქტორინაში. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ წიგნებითა და კალენდრებით. ბოლოს კი ბავშვები დირექციამ დაასაჩუქრა უგემრიელესი და ულამაზესი ანბანის ტორტით!