x
B G S S c h o o l
 

1 ოქტომბრიდან BGS ნაწილობრივ სინქრონულ სწავლებაზე გადავიდა.

 სკოლამ ონლაინ საგაკვეთილო ცხრილით განაგრძო მუშაობა, რადგან ყველა მოსწავლეს თანაბარი პირობები შეუქმნას. განათლების მინისტრის ბრძანებით, მშობელი იღებს გადაწყვეტილებას – თავისი შვილისთვის საკლასო თუ დისტანციური სწავლების რეჟიმს ირჩევს. ყველა საკლასო ოთახი აღიჭურვა სპეციალური კომპიუტერული აპარატურით, რომელიც საშუალებას იძლევა მასწავლებელი თანაბრად ეკონტაქტოს როგორც კლასში მყოფ, ისე სახლიდან კომპიუტერით ჩართულ მოსწავლეს. ეს პროექტი სკოლისათვის როგორც ფინანსურად, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ წარმატებით განხორციელდა. BGS-თვის ხომ მთავარი ჩვენი მოსწავლეების სრულფასოვან განათლებაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.