მოსწავლეთა კონფერენცია – პროექტული სწავლების წლიური შეჯამება
მთელი სასწავლო წლის განმავლობაში VII-VIII კლასების მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტების დამუშავებაში სხვადასხვა დისციპლინაში. შედეგად, გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია – ჯგუფური მუშაობისა და პროექტული სწავლების წლიური შეჯამება. ბიჯიესელები მრავალფეროვანი და საინტერესო თემებით წარდგნენ ფართო აუდიტორიის წინაშე. შეხვედრას ესწრებოდნენ მშობელთა კლუბის წევრები.
კონფერენცია დაგვირგვინდა ყველაზე შემეცნებითი, სახალისო და ორიგინალური ესპანურენოვანი პროექტით – “ოჯახი გვარად კილო”.
ამ პროექტის ერთადერთი მიზანი იყო, მოსწავლეებს მესამე უცხოური ენა სახალისო ფორმით გაეცნოთ და გაეთავისებინათ.
დიდი მადლობა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ძალისხმევისათვის.
Leave A Comment