x
B G S S c h o o l
 

მნიშვნელოვანი სიახლე

ბიჯიესის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, თვეში ერთხელ ინგლისურ ენაზე ჩაატაროს ასამბლეები საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის. ასამბლეებს წაიყვანს სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დოქტ. თამარ ჯაფარიძე, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს ბრიტანულ კულტურაზე, მის მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებსა და ტრადიციებზე. ოქტომბრის თვის ასამბლეა უკვე ჩატარდა „ჰელოუინის“ თემაზე, მის წარმართულ, კელტურ ფესვებზე, რომლებიც შუა საუკუნეებში ქრისტიანულ დღესასწაულში გადაიზარდა, ხოლო მე-19 საუკუნიდან აშშ-ს სახალხო თავშესაქცევად იქცა. პარალელი გავალეთ აგრეთვე „ჰელოუინსა“ და ქართულ ხალხურ დღეობა „ჭიაკოკონობას“ შორის, რომელმაც იგივე გზა განვლო წარმართული ცეცხლთაყვანისმცემლობის პერიოდიდან დღემდე. 

 

Leave A Comment