x
B G S S c h o o l
 

კარგი ტრადიცია

ბიჯიესის მასწავლებლები ყოველწლიურად სტუმრობენ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს თელავში. რა თქმა უნდა, ამ საუკეთესო ტრადიციას წელსაც არ ვუღალატეთ. ამჟამად ფესტივალის გახსნას დავესწარით და საოცარი შესრულების მოწმენი გავხდით. კონცერტის დაწყებამდე, კი მართლაც, რომ არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ შუხმანის შატოში: დავათვალიერეთ ეს საოცარი კომპლექსი, ვეზიარეთ ულამაზეს ბუნებას, დავაგემოვნეთ ჩინებული ღვინო, თვალნათლივ დავინახეთ დაუღალავი შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგი. უღრმესი მადლობა შუხმანის შატოს მესვეურთ გულითადი მასპინძლობისათვის.

Leave A Comment