VI ა კლასის მოსწავლეებმა
სპეციალურად V კლასელებისათვის მოამზადეს პრეზენტაცია დავით აღმაშენებლის შესახებ. სტუმრები ყურადღებით უსმენდნენ გამომსვლელებს, გაიმართა დისკუსია, დაუსვეს კითხვები სკოლის დირექტორს, ამ შემთხვევაში კი ისტორიკოს ეკას კვაჭანტირაძეს.
მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დავით მეოთხე ყოველთვის ითვალისწინებდა თავისი აღმზრდელის/მასწავლებლის გიორგი ჭყონდიდელის რჩევებს და სწორედ ეს იყო მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზიც.