x
B G S S c h o o l
 

2018 წლის ზაფხული ზოგიერთი

ჩვენგანისთვის საკმაოდ დატვირთული იყო. ჩვენი სკოლის დამფუძნებელი, თამარ ჯაფარიძე პირველკლასელებისათვის ინგლისური ენის სახელმძღვანელოზე – BGS გრაფონიქსზე – მუშაობდა. კომპლექტი სამი წიგნისაგან შედგება: მოსწავლის წიგნი, სამუშაო რვეული და ზღაპრები. ბრიტანულ სკოლაში განსაკუთრებული მიდგომაა ინგლისურის, როგორც მეორე ენის სწავლებისადმი. იგეგმება მომდევნო კლასების სახელმძღვანელოების გამოცემაც.