სასიამოვნო თეატრალური
საღამო გვაჩუქეს XI კლასელებმა. ღია ცის ქვეშ, ჩვენს ცნობილ ფანჩატურში, მათ
წარმოადგინეს ალფონს დოდეს მოთხრობა “უკანასკნელი გაკვეთილის” მოტივებზე დადგმული სპექტაკლი. წარმატება
კი თანადგომამ განაპირობა – ქორეოგრაფია, მხატვრული, მუსიკალური გაფორმება სხადასხვა კლასის ბიჯიესელებმა
ითავეს.
თეატრალური საღამო მეორე დღესაც გაგრძელდა. XI-XII კლასის მოსწავლეები დავესწარით მონოსპექტაკლს – “ქარი
მწყურია მე პირდაპირი” – ცნობილი ქართველი მსახიობის, მურმან ჯინორიას მონაწილეობით.
ამ გამოცდილების შემდეგ სულ სხვანაირად გავიაზრეთ, რა დიდი პასუხისმგებლობაა სცენაზე დგომა.