x
B G S S c h o o l
 

“ზღაპრის სამყაროში” – ეს გახლდათ მეექვსეკლასელთა პროექტი (ხელმძღვანელი ქართული ენის მასწავლებელი ქეთევან სირაძე),

რომელიც მათ სემესტრის ბოლოს წარმოადგინეს. ამისათვის ისინი გაეცნენ ხალხურ თუ ლიტერატურულ ზღაპრებს და მათ კვალობაზე თავად შეთხზეს ზღაპრები, გარდაქმნეს პიესებად, შეურჩიეს მუსიკა და გაითამაშეს როლებში. ამგვარად, ჩვენი მოსწავლეები თავად მოგვევლინენ პატარა სცენარისტებად და მსახიობებად.