ვიდეოკონფერენცია – განათლების მომავალი
ბიჯიესის და ათენის Geitonas School-ის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ვიდეოკონფერენციაში თემაზე: განათლების მომავალი – როგორ წარმოგვიდგენია 2035 წელი.
მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ხედვები იმაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სკოლა მომდევნო ათწლეულში. მათ ისაუბრეს ტექნოლოგიების განვითარებაზე, მდგრადობაზე, შემოქმედებით მიდგომებსა და მოსწავლე – მასწავლებლის როლზე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
ინტერაქტიულმა და საინტერესო განხილვამ ხელი შეუწყო თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნებისა და კულტურათშორისი ურთიერთგაგების გაღრმავებას საქართველოსა და საბერძნეთის თანატოლებს შორის.
კონფერენცია ნათელი მაგალითი გახდა იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს დაარღვიონ საზღვრები, გაუზიარონ ერთმანეთს იდეები და იზრუნონ მომავალზე.


Leave A Comment