x
B G S S c h o o l
 

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის სრულ სპექტრში სასწავლო პროცესი შეჩერებულია 1 აპრილამდე.

BGS 16 მარტიდან გადადის დისტანციური სწავლების რეჟიმზე.

ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები და რაც მთავარია, შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

BGS-ის გუნდისთვის, ისევე როგორც მთელი ქვეყნისთვის, მიმდინარე პროცესები დიდი გამოწვევაა. გვჯერა, რომ ამ გამოწვევას, ერთად, ღირსეულად გავუმკლავდებით.

გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

პატივისცემით,

სკოლის დირექცია