x
B G S S c h o o l
 

14 ივნისს სკოლის სტადიონზე დაწყებითი

საფეხურის დამამთავრებელი ღონისძიება გაიმართა. პატარებმა კომპოზიციურად ძალიან საინტერესოდ შეკრული კონცერტი – “მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო” წარმოგვიდგინეს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორმა ეკა კვაჭანტირაძემ, ემერიტუს დირექტორმა ქრისტოფერ გრინფილდმა და ინგლისში ჩვენი მეგობარი სკოლის – ლეიტონ პარკის დირექტორმა ნაიჯელ უილიამსმა.

პირველკლასელებს ტრადიციულად გადაეცათ სერტიფიკატები. მეხუთე კლასის მოსწავლეებს კი საზეიმოდ მივულოცეთ ახალ საფეხურზე გადასვლა.

დაწყებით საფეხურზე წლის საუკეთესო მასწავლებლად რუსუდან დოლიძე, ხოლო საუკეთესო მოსწავლედ პირველკლასელი ელენე ჟვანია დასახელდნენ.

საღამო ულამაზესი ფოიერვერკით დაგვირგვინდა.