2019-2020 წლის სასწავლო პროცესი სექტემბრის თვეში ჩვეულებრივად დაიწყო, მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ სწავლა სრულიად ახალი, ყველასათვს უცხო, დისტანციური ფორმით წარიმართებოდა და სწავლასთან ერთად ყოველწლიური, დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლისათვის საყვარელი კონცერტი არ გაიმართებოდა.
მართალია ცეკვისა და სიმღერის გარეშე, მაგრამ საბედნიეროდ, “Graduation”-ი მაინც შედგა. 12 ივნისს, სწავლის ბოლო დღეს ყველანი ზუმში შევიკრიბეთ. მოსწავლეებს ტრადიციისამებრ მიმართა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ეკა კვაჭანტირაძემ. ყველა პირველკლასელი სერტიფიკატით დაჯილდოვდა, ხოლო მეხუთეკლასელებს, სერტიფიკატების გადაცემასთან ერთად, დამრიგებლები – ნატა ბენდელიანი და მანანა მათოზაშვილი – გულისამაჩუყებლად დაემშვიდობნენ და “შვილობილებს”, ახალ საბაზო საფეხურზე, წარმატებები უსურვეს.