x
B G S S c h o o l
 

ბიჯიესის დაუვიწყარი საღამო

 28 დეკემბერს ფუნიკულიორის რესტორნის წვეულებათა ულამაზეს დარბაზში ჩატარდა. შევიკრიბეთ საბაზო, საშუალო საფეხურის მოსწავლეები და ჩვენი სკოლის თანამშრომლები. წვეულებამ გვიანობამდე გასტანა . ეს იყო დაუვიწყარი საღამო პანდემიის შემდგომ ერთად ყოფნის სურვილით შეკრებილი ბიჯიესელებისა: მშვენიერი პროგრამა-კლასების მიერ წინასწარ მომზადებული ნომრები; საოცარი წამყვანები; თამაშები, კონკურსები; ნომინაციების მიხედვით დაჯილდოება და ბოლოს საიდუმლო მეგობრის (სეკრეტ სანტას) ,,გაცნობა’’,  საჩუქრებისა და ემოციის გაზიარება.

ასე სახალისოდ და იმედიანად ეგებება ბიჯიესი დამდეგ შობა-ახალ წელს!