BGS-ის თითოეული წევრი
მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით შეუდგა საკლასო ოთახებში განახლებულ სასწავლო პროცესს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ჩვენი დასვენებებია, რომლის მთავარი მიზანია სხვადასხვა კლასის მოსწავლეები არ შეხვდნენ ერთმანეთს. თითოეულ დასვენებაზე ყოველი კლასისთვის გამოყოფილია ცალკე სივრცე: საუზმისა და სადილისათვის, გარე სივრცეში სპორტული აქტივობებისათვის, თანაკლასელებთან საურთიერთოდ.