x
B G S S c h o o l
 

გლობალური ფულის კვირეული” 2017

წელს 28 მარტიდან 2 აპრილამდე ტარდება და მისი გზავნილია: “ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე.”

საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნავს “გლობალური ფულის კვირეულს”, რომლის ფარგლებშიც გამიზნულია ბავშვებში აამაღლონ ცოდნა ფინანსური განათლებისა და მეწარმეობის შესახებ. წელს, ჩვენი სკოლაც საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად ჩაერთო კვირეულის აღნიშვნაში. მოსწავლეებს ესტუმრა საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, მარიამ გუნიავა, და ჩაატარა მინი-ლექცია. მან ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია – ფინანსური განათლება ნებისმიერი მოქალაქისათვის, დაზოგვა და საკუთარი ფინანსების მართვის უნარის ქონა.

გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში სკოლაში ორი აქტივობა ჩატარდა ჩვენი უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის:

სკოლას ესტუმრა OPTIO AI-ის წარმომადგენელი, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა მათი სტარტ-აპის შესახებ. OPTIO AI არის ჩეტბოტი, რომელიც ეხმარება ადამიანებს საკუთარი ფინანსების მართვაში სახალისო, ინტერაქტიული და მარტივი გზით. სტუმარმა ჩაატარა მცირე ლექცია იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყეს პროექტი, საიდან გაჩნდა ჩეტბოტის იდეა და იმაზეც, თუ როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს მათი იდეები რეალურ პროექტებად აქციონ.

მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს. მათ დახვდათ იქ გიდი, რომელმაც ერთსაათიანი ტური ჩაატარა საკასო ცენტრში. ტურის შემდეგ მოსწავლეები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენ. ვიზიტი განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც სწავლის გაგრძელებას ეკონომიკის, ფინანსებისა თუ ბიზნესის მიმართულებით გეგმავენ.

 

გილოცავთ

ბრიტანეთიდან ჩვენი მოსწავლეების საუკეთესო საერთაშორისო საგამოცდო შედეგების დამადასტურებელი სერტიფიკატები მივიღეთ!

BGS-ის მოსწავლეთა რეზულტატები ბრიტანეთის ამავე ტიპის საგამოცდო შედეგებზე მაღალი აღმოჩნდა!

2016 წლის ზაფხულის სესიის შედეგებმა წარმოაჩინა ორი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე:

  • ირაკლი გოდერძიშვილი – 6 საგამოცდო რეგისტრაცია, აქედან ექვსივეს შედეგია A*
  • ქეთევან ხააძე – 6 საგამოცდო რეგისტრაციიდან 4 A* და 2 A

სკოლის გადაწყვეტილებით ირაკლი გოდერძიშვილს დაენიშნა ერთწლიანი სტიპენდია.