15 სექტემბერს წმინდა გიორგის სახელობის
ბრიტანულ -ქართულ სკოლაში სწავლა განახლდა.
განსაკუთრებით ვულოცავთ პირველკლასელებს და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ ყველას!
BGS-ში სასწავლო წელი დაიწყო დიდი სიახლეებით.
მთელი სკოლა კაპიტალურად გარემონტდა: განახლდა საკლასო ოთახები; შეიცვალა ელექტროგაყვანილობისა და წყალგაყვანილობის სისტემა, შედეგად გვაქვს ახალი სველი წერტილები და უკეთესად განათებული სივრცე.
გარემონტდა სააქტო დარბაზი, დერეფნის კედლები დამშვენდა შთამბეჭდავი პანოებით; გაკეთდა გასახდელები; გარემონტდა და ახალი დანადგარებით აღიჭურვა სამზარეულო, განახლდა მენიუ; სკოლის ეზო დაიფარა რბილი საფარით (უსაფრთხო ბილიკებით), ყვავილნარით გალამაზდა ეზო; შეკეთდა სპორტული მოედანი და მიმდებარე ტერიტორია.
ვიმედოვნებთ, განახლებული გარემო კარგ სამუშაო განწყობას შეგიქმნით.