გასვლითი გაკვეთილი
მეექვსე და მეხუთეკლასელები ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას პროექტის – “ქართული წიგნისა და პერიოდიკის ისტორია” ფარგლებში. გაეცნენ ბიბლიოთეკის ისტორიას, იხილეს ძველი ნაბეჭდი წიგნები, გაზეთები, დაათვალიერეს ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები და მცირე საცავი, ესტუმრნენ ილია ჭავჭავაძის მემორიალურ კაბინეტს. დაათვალიერეს იაკობ გოგებაშვილის წიგნების, მათ შორის დედაენისა და ბუნების კარის პირველი გამოცემები, ასევე ვახტანგ მეექვსის სტამბაში დაბეჭდილი “ვეფხისტაყაოსანი”…


Leave A Comment